ხანდაზმულთა რეზიდენციული ზრუნვის სახლ „ლელიანში“ ექიმებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. სტუმრები გაეცნენ სახლის კონცეფციასა და მიზნებს, მომსახურების ტიპებს, შეხვდნენ თანამშრომლებსა და მცხოვრებლებს, დაათვალიერეს შენობა – საერთო სივრცეები და მობინადრეების ოთახები.
„ლელიანი“ მაღალი სტანდარტის ოჯახური ტიპის ხანდაზმულთა სახლია, რომელიც უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს. დაწესებულება ემსახურება როგორც ჯანმრთელ 65 წელს გადაცილებულებს, ისე მათ, ვისაც საექთნო და ხანგრძლივი მოვლა ან პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროება.