რა არის „ლელიანი“?

„ლელიანი“ გადამზადებული პროფესიონალებით დაკომპლექტებული მაღალი სტანდარტის ოჯახური ტიპის სახლია ქ. მცხეთაში, რომელიც 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.

„ლელიანი“ ემსახურება როგორც ჯანმრთელ ხანდაზმულებს, ისე მათ, ვისთვისაც საექთნო და ხანგრძლივი მოვლა ან პალიატიური მზრუნველობაა აუცილებელი. ოჯახური გარემო, დასვენება და სოციალიზაცია – აქ ყველაფერია თქვენთვის ძვირფასი ადამიანების სრულფასოვანი, ღირსეული და მრავალფეროვანი ყოველდღიურობის უზრუნველსაყოფად.   

„ლელიანის“ მომსახურება ფასიანია. ღირებულება მცხოვრებლის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება. 

რა მომსახურებას გთავაზობთ „ლელიანი“?

ვიდეოგალერეა