როგორ შეიქმნა „ლელიანი“?

მაღალი სტანდარტის ოჯახური ტიპის ხანდაზმულთა სახლი „ლელიანი“ 2024 წელს გაიხსნა. სახლი მცხეთაში, დედაქალაქის ხმაურიანი, ქაოსური გარემოსგან მოშორებით, მშვიდ, მყუდრო ადგილას მდებარეობს. დაწესებულება 24-საათიანია და ერთდროულად 50 მობინადრის მასპინძლობა შეუძლია.   

• ახალი, მოწესრიგებული და მობინადრეების საჭიროებებზე მორგებული გარემო

შენობა კონკრეტული მიზნით აშენდა – „ლელიანი“ მაღალი სტანდარტის ხანდაზმულთა სახლი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, სამუშაო პროცესი თანმიმდევრულად წარვმართეთ: ხანდაზმულთა სახლის თავისებურებებს უკვე არსებული ნაგებობა კი არ მოვარგეთ, პირიქით, შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება რეზიდენციული (ამ ტიპის) სახლების მიმართულებით და პროექტირების პირველივე ეტაპიდან ყველაფერი მომავალი მომხმარებლების ინტერესების შესაბამისად დავგეგმეთ.

პროექტირებაზე პროფესიონალმა, გამოცდილმა არქიტექტორებმა იმუშავეს და იდეალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად აუცილებელი ყველა დეტალი გაითვალისწინეს.

სახლი სამსართულიანია და სამ დამოუკიდებელ ფლიგელადაა დაყოფილი:

1. ალცჰაიმერი, დემენცია;
2. ხანგრძლივი საექთნო და პალიატიური ზრუნვა;
3. ხანდაზმულთა დასვენების ნაწილი.

• ზრუნვა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე

მშენებლობის დაწყებამდე განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექით სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევას. როგორც გარე, ისე შიდა სამუშაოების დროს გამოყენებული ყველა მასალა სერტიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის უვნებელია.

შიდა სივრცე მაქსიმალურად მოვარგეთ ხანდაზმულთა სახლის მცხოვრებლების თავისებურებებს და ადაპტირებული ინფრასტრუქტურა მოვაწყვეთ. ინტერიერზე მუშაობისას, პირველ რიგში, გავეცანით ზოგადად ხანდაზმულებთან და, კონკრეტულად, ალცჰაიმერთან, დემენციასთან დაკავშირებით ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებს. ოთახების განლაგება, ავეჯის განაწილება, ფორმა და სიმაღლე, ფერების შერჩევაც კი – ყველაფერი აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით მოხდა.

„ლელიანის“ საცხოვრებელ ფლიგელებს მოწესრიგებული ეზო აქვს შემორტყმული. გარე პერიმეტრზე გათვალისწინებულია ავტოსადგომი. კომპლექსს დაცვის სამსახური ემსახურება და 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი პერსონალური მონაცემების დაცვით ხორციელდება.

• ფიზიკური, მენტალური და ფსიქოლოგიური კომფორტის უზრუნველყოფა

„ლელიანის“ თანამშრომლების უმრავლესობა მოვლის მიმართულებით საზღვარგარეთაა გადამზადებული. ჩვენი საიმედო, პასუხისმგებლობიანი პროფესიონალები – ექიმი, ექთნები, რეაბილიტოლოგი, ფსიქოლოგები, თერაპევტები, დამხმარე და ტექნიკური პერსონალი – ეს არის გუნდი, რომელსაც მშვიდად მიანდობთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.

• დასვენება, სოციალიზაცია, კომუნიკაცია და გართობა

თანატოლებთან ურთიერთობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ემოციების გაზიარება, ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა – ასაკში შესული ადამიანებისთვის სოციალიზაციასა და ცხოვრების ცოცხალ რიტმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, ძირითადი მომსახურების გარდა, „ლელიანი“ მობინადრეებს ფიზიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებსაც სთავაზობს.

• სწორი კვება სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

ჩვენს მცხოვრებლებს ჯანსაღი, დაბალანსებული საკვებით ვუმასპინძლდებით. სამჯერადი კვების რაციონს ხანგრძლივი გამოცდილების მქონე კვების კომპანია ადგენს. საჭიროების შემთხვევაში, მობინადრეებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მისადაგებულ მენიუს ვთავაზობთ.

პატივისცემა, მხარდაჭერა და სიყვარული – ამ ძირეულ პრინციპებს ეფუძნება „ლელიანის“ საქმიანობა.


ჩვენი მისიაა, შევქმნათ გარემო, სადაც ხანდაზმულები მშვიდად, საინტერესოდ და ბედნიერად გაატარებენ თავიანთი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს.


65 წელს გადაცილებულებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი, ღირსეული და მზრუნველობით სავსე ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა.

ვიდეოგალერეა