რეზიდენციული მომსახურება გულისხმობს ხანდაზმული ადამიანის ხანგრძლივი ვადით დაბინავებას „ლელიანში“.
ხანგრძლივი საექთნო მოვლის მომსახურებით ისარგებლებენ ის მცხოვრებლები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუდმივი მეთვალყურეობა და ექთნების დახმარება ესაჭიროებათ.
პალიატიური მზრუნველობა უკურნებელი, ქრონიკული სენით დაავადებულ პირებზე ზრუნვას ითვალისწინებს.
„ამოსუნთქვის“ მომსახურება 65 წელს გადაცილებული ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში მცირე ხნით დატოვების შესაძლებლობას იძლევა.
• ვარჯიშის ჯგუფი;
• ცეკვის კლასი;
• სეირნობის ჯგუფი;
• მკითხველთა კლუბი (წიგნის კითხვა და დისკუსია ნაწარმოების გარშემო);
• კინოკლუბი (ფილმის ჩვენება და განხილვა);
• ლექციები და დისკუსიები (სხვადასხვა სფეროს მიმოხილვა მოწვეულ მოსაუბრეებთან ერთად);
• არტთერაპია (ემოციის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით);
• მუსიკის თერაპია (მუსიკის გამოყენება განტვირთვისა და სტიმულაციისთვის);
• მებაღეობის კლუბი (მონაწილეობა ეზოს გამწვანების სამუშაოებში);
• ექსკურსიები ახლო დისტანციაზე;
• საყიდლებზე გასეირნება;