ხანგრძლივი საექთნო მოვლა

ხანგრძლივი საექთნო მოვლის მომსახურებით ისარგებლებენ ის მცხოვრებლები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუდმივი მეთვალყურეობა და ექთნების დახმარება ესაჭიროებათ.   

• მოვლის ინდივიდუალური გეგმის შედგენა თითოეული მცხოვრებლისთვის; 
• სიმპტომების 24-საათიანი მონიტორინგი კვალიფიციური ექთნების მიერ;
• სპეციალური ზრუნვა დემენციის, ჰანტინგტონის (საწყისი სტადია), პარკინსონისა და სხვა დაავადებების, პოსტოპერაციული და ინსულტის მქონე პაციენტებისთვის. 

პერსონალს მცხოვრებლებისადმი ჰოლისტური მიდგომა აქვს, რაც გულისხმობს:
 
• ფიზიკურ მოვლას;
• ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას;
• სოციალურ ზრუნვას;
• სულიერ თანადგომას.

სხვა მომსახურება და აქტივობები

რეზიდენციული მომსახურება

რეზიდენციული მომსახურება გულისხმობს ხანდაზმული ადამიანის ხანგრძლივი ვადით დაბინავებას „ლელიანში“. 

თერაპიული აქტივობები

• არტთერაპია (ემოციის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით);
• მუსიკის თერაპია (მუსიკის გამოყენება განტვირთვისა და სტიმულაციისთვის);

გართობა და კულტურული აქტივობები

• მკითხველთა კლუბი (წიგნის კითხვა და დისკუსია ნაწარმოების გარშემო);
• კინოკლუბი (ფილმის ჩვენება და განხილვა);