პალიატიური მზრუნველობა

პალიატიური მზრუნველობა უკურნებელი, ქრონიკული სენით დაავადებულ პირებზე ზრუნვას ითვალისწინებს. ეს არის მიდგომა, რომელიც აუმჯობესებს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემზღუდველი დაავადებების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს.

ეს მომსახურება შეიძლება დაეხმაროს შემდეგი დიაგნოზის მქონე ადამიანებს:  

• სიმსივნე;
• ფილტვის ან გულის მწვავე უკმარისობა;
• ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები;
• დემენცია და ალცჰაიმერი;
• პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებები (პარკინსონი, გაფანტული სკლეროზი);
• თირკმლის უკმარისობა;
• აივ ინფექცია და შიდსი.

პალიატიური მზრუნველობა ხშირად ერევათ ჰოსპისურ მზრუნველობაში, მაგრამ მათ შორის არსებობს განსხვავება: 
 
• პალიატიური მზრუნველობა ითვალისწინებს მოვლას ქრონიკული, უკურნებელი სენით დაავადების ნებისმიერ სტადიაზე, მკურნალობის პარალელურად;
• ჰოსპისური მზრუნველობა გულისხმობს სიცოცხლის ბოლო პერიოდის შემსუბუქებას პალიატიური პაციენტებისთვის, რომელთა შემთხვევაშიც მედიცინა უკვე უძლურია და გამოსავალი არაკეთილსაიმედოა.

პერსონალს მცხოვრებლებისადმი ჰოლისტური მიდგომა აქვს, რაც გულისხმობს: 

• ფიზიკურ მოვლას;
• ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას;
• სოციალურ ზრუნვას;
• სულიერ თანადგომას.

სხვა მომსახურება და აქტივობები

ფიზიკური, სოციალური და სარეკრეაციო აქტივობები

• ვარჯიშის ჯგუფი;
• ცეკვის კლასი;
• სეირნობის ჯგუფი;

რეზიდენციული მომსახურება

რეზიდენციული მომსახურება გულისხმობს ხანდაზმული ადამიანის ხანგრძლივი ვადით დაბინავებას „ლელიანში“. 

„ამოსუნთქვის“ მომსახურება

„ამოსუნთქვის“ მომსახურება 65 წელს გადაცილებული ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში მცირე ხნით დატოვების შესაძლებლობას იძლევა.