ვინ ვართ ჩვენ?

„ლელიანის“ გუნდი შუახნისა და ხანდაზმული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროფესიონალების ერთობლიობაა. გუნდის თითოეული წევრის მთავარი საზრუნავი მობინადრეებისთვის კომფორტული, უსაფრთხო და მოსიყვარულე გარემოს შექმნაა, სადაც ისინი ისე იგრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში.

ჩვენი გუნდი:

სამედიცინო პერსონალი:

• ექიმი: პასუხისმგებელია მობინადრეების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგზე;
• ექთნები: უზრუნველყოფენ ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიურ მეთვალყურეობას, წამლების დროულად მიწოდებას, კვებასა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას;
• ფიზიოლოგიური თერაპევტი: პერიოდულად ეხმარება მცხოვრებლებს ფიზიკური აქტივობისა და რეფლექსების გაუმჯობესებაში.   

ზრუნვის პერსონალი:

• ზრუნვისა და მოვლის სპეციალისტები: ზრუნავენ მობინადრეებზე მათი საჭიროებების შესაბამისად; ეხმარებიან ყოველდღიურ საქმიანობაში: პირადი ჰიგიენის დაცვა, ჩაცმა, კვება და სხვა; ხელს უწყობენ ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობის შენარჩუნებაში.

კვების გუნდი:

• კერძო კომპანია, რომელიც ამზადებს ჯანსაღ, დაბალანსებულ, გემრიელ და მცხოვრებლების დიეტურ მოთხოვნებზე მორგებულ საკვებს.   

ადმინისტრაციული პერსონალი:

• ადმინისტრაცია: პასუხისმგებელია „ლელიანის“ ყოველდღიური ოპერაციების მართვაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, მობინადრეებისა და მათი ოჯახებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე;   
• ფინანსური გუნდი: კომპანია „ენთები“ (www.ants.ge) – განაგებს ფინანსურ რესურსებს სახლის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. 

მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტები:

• ფსიქოლოგები და თერაპევტები (არაძირითადი გუნდი): საჭიროებისამებრ, გამოძახებით მუშაობენ მობინადრეებთან მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე; ატარებენ კონსულტაციებს ემოციური კეთილდღეობის მისაღწევად.

ჩვენი გუნდი

თამარ კვიჟინაძე

უფროსი ექთანი

ეკატერინე კუპატაძე

ექთანი

თამარ ბიათაშვილი

ექთანი

ნათელა მელნიჩუკი

ექთანი

ია მარღიშვილი

ექთანი

ნინო ყამბეგაშვილი

ექთანი

მარინე ბულაური

მზრუნველი

ქეთევან ნარიმანიძე

მზრუნველი

ეკა გველებიანი

მზრუნველი

ლოლიტა ფეიქრიშვილი

ადმინისტრატორი

მზია შარაშიძე

სოციალური მედიის მენეჯერი

ნათია ჭახრაკია

სოციალური მედიის ადმინისტრატორი