„ამოსუნთქვის“ მომსახურება 65 წელს გადაცილებული ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში მცირე ხნით დატოვების შესაძლებლობას იძლევა.
• მომსახურება: როგორც რეზიდენციული, ისე საექთნო;
• დარჩენის ხანგრძლივობა: მინიმუმ 3 დღე.
პერსონალს მცხოვრებლებისადმი ჰოლისტური მიდგომა აქვს, რაც გულისხმობს:
• ფიზიკურ მოვლას;
• ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას;
• სოციალურ ზრუნვას;
• სულიერ თანადგომას.
ფიზიკური, სოციალური და სარეკრეაციო აქტივობები
• ვარჯიშის ჯგუფი;
• ცეკვის კლასი;
• სეირნობის ჯგუფი;
ხანგრძლივი საექთნო მოვლა
ხანგრძლივი საექთნო მოვლის მომსახურებით ისარგებლებენ ის მცხოვრებლები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუდმივი მეთვალყურეობა და ექთნების დახმარება ესაჭიროებათ.
რეზიდენციული მომსახურება
რეზიდენციული მომსახურება გულისხმობს ხანდაზმული ადამიანის ხანგრძლივი ვადით დაბინავებას „ლელიანში“.