ისრაელში მოღვაწე თერაპევტების ვიზიტი „ლელიანში“

20-02-2025

„ლელიანს“ ისრაელში მოღვაწე მეტყველებისა და ფიზიოთერაპევტები – იელ მანორი და ნოით ინბარი – ესტუმრნენ. ქართველ მეგობრებთან ერთად მათ დაათვალიერეს ჩვენი რეზიდენციული ზრუნვის სახლი, მოინახულეს მობინადრეები და ხანდაზმულთა მოვლის რეკომენდაციებიც მოგვცეს. 

მეტყველების თერაპიის დოქტორი, ექიმი იელ მანორი, თელ-ავივის სამედიცინო ცენტრის მოძრაობის დარღვევების განყოფილების ხელმძღვანელია. გარდა ამისა, ის გახლავთ ონოს აკადემიური კოლეჯის ლექტორი და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის ყლაპვის კომიტეტის თავმჯდომარე. დოქტორ მანორს სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებისა და პარკინსონის მქონე ადამიანებთან მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს. 
 
დოქტორი ნოით ინბარი ისრაელში მოღვაწე ფიზიოთერაპევტი, გერონტოლოგი და ეთიკოსია (PhD). იგი თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრში მუშაობს, სადაც კოორდინაციას უწევს ჰანტინგტონის დაავადების ისრაელის ეროვნულ კლინიკას და უზრუნველყოფს ამბულატორიულ ფიზიოთერაპიულ კონსულტაციებს მოძრაობის დარღვევების მქონე პაციენტებისთვის.

სხვა სიახლეები