„ამოსუნთქვის“ მომსახურება 65 წელს გადაცილებული ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში მცირე ხნით დატოვების შესაძლებლობას იძლევა.
• მომსახურება: როგორც რეზიდენციული, ისე საექთნო;
• დარჩენის ხანგრძლივობა: მინიმუმ 3 დღე.
პერსონალს მცხოვრებლებისადმი ჰოლისტური მიდგომა აქვს, რაც გულისხმობს:
• ფიზიკურ მოვლას;
• ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას;
• სოციალურ ზრუნვას;
• სულიერ თანადგომას.
• მოვლის ინდივიდუალური გეგმის შედგენა თითოეული მცხოვრებლისთვის;
• სიმპტომების 24-საათიანი მონიტორინგი კვალიფიციური ექთნების მიერ;
• მებაღეობის კლუბი (მონაწილეობა ეზოს გამწვანების სამუშაოებში);
• ექსკურსიები ახლო დისტანციაზე;
• არტთერაპია (ემოციის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით);
• მუსიკის თერაპია (მუსიკის გამოყენება განტვირთვისა და სტიმულაციისთვის);