რეზიდენციული მომსახურება გულისხმობს ხანდაზმული ადამიანის ხანგრძლივი ვადით დაბინავებას „ლელიანში“.
• დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში (ბანაობა, ჩაცმა, კვება, გასეირნება და ა.შ.);
• სოციალურ აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა.
პერსონალს მცხოვრებლებისადმი ჰოლისტური მიდგომა აქვს, რაც გულისხმობს:
• ფიზიკურ მოვლას;
• ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას;
• სოციალურ ზრუნვას;
• სულიერ თანადგომას.
• მოვლის ინდივიდუალური გეგმის შედგენა თითოეული მცხოვრებლისთვის;
• სიმპტომების 24-საათიანი მონიტორინგი კვალიფიციური ექთნების მიერ;
• არტთერაპია (ემოციის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით);
• მუსიკის თერაპია (მუსიკის გამოყენება განტვირთვისა და სტიმულაციისთვის);
• მებაღეობის კლუბი (მონაწილეობა ეზოს გამწვანების სამუშაოებში);
• ექსკურსიები ახლო დისტანციაზე;