ხელოვნების კლასი „ლელიანის“ მობინადრეებისთვის

01-09-2025

ხანდაზმულებს ხშირად უჭირთ ემოციებისა და შეგრძნებების სიტყვებით გადმოცემა. ასეთ შემთხვევაში ალტერნატიული გზა ხელოვნებაა. გარდა იმისა, რომ შემოქმედებითი აქტივობები ხალისს მატებს ადამიანს, ფერებთან და ფორმებთან მუშაობა დამამშვიდებლად მოქმედებს და მეხსიერების სტიმულაციასაც ახდენს. 
 
„ლელიანის“ არაჩვეულებრივი მოხალისის წყალობით ჩვენი სახლის მობინადრეებს პერიოდულად ხელოვნების კლასი ექნებათ, რაც ხანდაზმულებს ემოციური ბალანსისა და სოციალური აქტიურობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

სხვა სიახლეები