ხანდაზმულთა სახლი „ლელიანი“ მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიხსნება. მშენებლობა და შიდა მოპირკეთება უკვე დასრულებულია. თითქმის დამთავრებულია გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამჟამად ინტერიერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
გადამზადებული პროფესიონალებით დაკომპლექტებული ოჯახური ტიპის სახლი ქ. მცხეთაში მდებარეობს. დაწესებულება 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ემსახურება და ერთდროულად 50 მობინადრის მიღება შეუძლია. მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
„ლელიანში“ ოთახის დასაჯავშნად დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ან შეავსეთ ელექტრონული განაცხადი ჩვენს ვებგვერდზე.
ტელ.: (+995) 591 90 15 15
ელფოსტა: lelianiseniorcare@gmail.com
მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. #57