„ლელიანის“ თანამშრომლებმა გაიარეს შპს „იემესის“ პროფესიული ტრენინგი „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“.
ტრენინგის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი თემები განიხილეს, როგორებიცაა:
• გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ალგორითმები;
• უცხო სხეულის მოხვედრით გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის მოხსნა;
• სისხლდენა და სისხლდენის სახეები;
• ტრავმის სახეები, ნიშნები და სიმპტომები;
• დამწვრობა, გულყრა, ალერგია.
ახლა ჩვენი გუნდი კიდევ უფრო მომზადებულია ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფი და სწორი მოქმედებისთვის.