იცეკვე მოგონებებთან ერთად!

25-12-2024

25 დეკემბერს 65+ ადამიანებისთვის „ლელიანში“ 5რიტმის®️ ცეკვის პრაქტიკა ჩატარდა, რომელსაც 5რიტმის®️ სერტიფიცირებული მასწავლებელი თაკო მეგრელიშვილი უძღვებოდა.

გაბრიელა როტის მიერ შექმნილი 5რიტმი®️ მარტივი, მაგრამ ძლიერი მოძრაობითი მედიტაციის პრაქტიკაა და მისი შესრულება ყველას შეუძლია. ეს თავისუფალი, გაცნობიერებული მოძრაობის პრაქტიკაა, რომლის მთავარი იდეა ფსიქიკის მოძრაობაში მოყვანაა. 5რიტმი®️ – მდინარება, სტაკატო, ქაოსი, ლირიკა და სიმშვიდე®️ – ამ თანმიმდევრობით შექმნილი ტალღა გვეხმარება გავხდეთ უფრო თავისუფალი, შემოქმედებითი და ენერგიით სავსე.

მოგონებების აცეკვების საინტერესო პრაქტიკა სასიამოვნო განტვირთვა აღმოჩნდა „ლელიანის“ მობინადრეებისა და სტუმრებისთვის.

სხვა სიახლეები