დედა მარიამის ვიზიტი „ლელიანში“

06-02-2026

„ლელიანში“ საოცარი სტუმარი გვეწვია: ფერისცვალების დედათა მონასტრის იღუმენია, დედა მარიამი. ამ შეხვედრის მთავარი მიზანი ჩვენი სახლის მომსახურე პერსონალის – იმ ადამიანების წუხილისა თუ სიხარულის გაზიარება იყო, რომლებიც უმნიშვნელოვანეს საქმეს – ხანდაზმულებზე ზრუნვას – ემსახურებიან.

რატომ არ უნდა შეგვაშინოს განსაცდელმა? როგორ დავეხმაროთ ადამიანს სიბერის გზაზე? როგორ ვანუგეშოთ და შევუმსუბუქოთ ტკივილი? და, ყველაზე ფაქიზი თემა: რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი იმქვეყნად ინაცვლებს. როგორ დავამარცხოთ მწუხარება სიყვარულითა და მადლიერებით?

ეს იყო საუბარი, რომელმაც მზა პასუხებზე მნიშვნელოვანი – სიმშვიდე, მიმღებლობა და იმედი – დაგვიტოვა. 

დიდი მადლობა დედა მარიამს ამ გულწრფელი, თბილი შეხვედრისთვის.

სხვა სიახლეები