20 ნოემბერს „ლელიანში“ საავადმყოფოების დირექტორებს ვუმასპინძლეთ. საინფორმაციო ტურის ფარგლებში სტუმრებმა დეტალურად დაათვალიერეს ჩვენი ახლად გახსნილი რეზიდენციული ზრუნვის სახლი, რომელიც ოჯახური სითბოთი და მობინადრეებისადმი განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა.
ხანდაზმულთა სახლი „ლელიანი“ თქვენს საყვარელ ადამიანებზე ზრუნვისთვის შეიქმნა. 65 წელს გადაცილებულები ჩვენთან ისე იგრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში.