სარვამარტოდ ჩვენს გოგონებს სიურპრიზი მოვუწყვეთ და მათ გასალამაზებლად ვიზაჟისტები მოვიწვიეთ. თავიდან მორიდებულად იქცეოდნენ, შორიდან აკვირდებოდნენ უფრო თამამების ექსპერიმენტებს. შემდეგ ერთმა მანიკიური მოინდომა, მეორემ – თმის შეჭრა. ყველაზე მოკრძალებულებმა პომადის წასმაც გაბედეს.
ხანდაზმულთა რეზიდენციული ზრუნვის სახლი „ლელიანი“ ემსახურება როგორც ჯანმრთელ ხანდაზმულებს, ისე მათ, ვისაც საექთნო, ხანგრძლივი მოვლა, პალიატიური მზრუნველობა ან სულაც რამდენიმე დღით დასვენება ესაჭიროება.
ვიზაჟისთვის დიდი მადლობა ჯანმრთელობისა და სილამაზის დანერგვის ცენტრ „ოდეონს“.
პარფიუმერია: Beauty Scents.