„მაკ ჯორჯიას“ ინიციატივით „ლელიანში“ პროექტი „მესტუმრე“ წამოვიწყეთ, რომლის მიზანიც ჩვენი მობინადრეების მხარდაჭერაა.
კვირაში ერთხელ ხანდაზმულთა რეზიდენციულ ზრუნვის სახლს სპეციალურად გადამზადებული მოხალისეები სტუმრობენ და მცხოვრებლებთან ერთად ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქტივობებში ერთვებიან. მოხალისეებს, რომლებსაც ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ შემუშავებული ტრენინგები აქვთ გავლილი, „ლელიანი“ ხუთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.
ასაკოვანი ადამიანების მსგავსად, ახალგაზრდა მოხალისეებსაც ინდივიდუალური თავისებურებები განასხვავებთ. ხანდაზმულებისა და მოხალისეების ყოველი წყვილი თავისი უნიკალურობით გამოირჩევა.
„მაკ ჯორჯია“ ზრუნავს, რომ მოხალისეობრივი საქმიანობა იმგვარ პრინციპებსა და ღირებულებებს ეფუძნებოდეს, როგორებიცაა: კონფიდენციალურობის დაცვა, ნდობისა და თანაგრძნობის მნიშვნელობა, არჩევანის თავისუფლება, პიროვნების ავტონომიურობის წახალისება, უსაფრთხოება და ინდივიდუალური მიდგომა.
დიდ მადლობას ვუხდით „მაკ ჯორჯიასა“ და შესანიშნავ მოხალისეებს ჩვენი საყვარელი ხანდაზმულების ყოველდღიურობის გაფერადებისთვის.