როგორ ვუმკურნალოთ დემენციას? – ალექსანდრე ცისკარიძის მოხსენება „ლელიანში“

12-07-2025

12 ივლისს, SOLO Talks-ის ფარგლებში ხანდაზმულთა რეზიდენციული ზრუნვის სახლ „ლელიანს“ უნივერსიტეტის პროფესორი და პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ცისკარიძე ესტუმრა, რომელმაც ბევრისთვის მნიშვნელოვან თემაზე – დემენციასა და ალცჰაიმერზე – ისაუბრა.

შეხვედრისას მომხსენებელმა შემდეგი საკითხები მიმოიხილა:

• რას ნიშნავს დემენცია?
• რა დაავადებები მიმდინარეობს დემენციით?
• ალცჰაიმერის დაავადება, როგორც დემენციის გამომწვევი ძირითადი მიზეზი;
• ალცჰაიმერის დაავადების ზოგადი პათოფიზიოლოგიური საფუძვლები;
• დემენციის მკურნალობის ზოგადი პრინციპები;
• რა სიახლეებია ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობაში?
• ხანგრძლივი ზრუნვის ინსტიტუციების როლი დემენციით დაავადებულთა მართვაში.

SOLO-ს მომხმარებლებს „ლელიანის“ მომსახურებით სარგებლობა 10%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.

სხვა სიახლეები