დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია „პირველი რესპუბლიკის ისტორია“

17-05-2025

17 მაისს „ლელიანმა“ დათო ტურაშვილს უმასპინძლა საჯარო ლექციით „პირველი რესპუბლიკის ისტორია“.

მოხსენებაზე სტუმარმა საქართველოს ნაცნობი წარსულის უცნობ ამბებზე, თავისუფლების გმირებსა და ანტიგმირებზე ისაუბრა: 

• როგორ მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წელს და რას ეფუძნებოდა მაშინ ქართული სახელმწიფოებრიობა? 
• რა რეფორმების გატარება მოასწრეს მაშინდელმა მმართველებმა და რატომ უნდა ვიამაყოთ 26 მაისით, როგორც ისტორიული თარიღით? 
• რა შეცდომები ჰქონდათ ქართველ სოციალ-დემოკრატებს და შეიძლებოდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება 1921 წელს, როცა საბჭოთა რუსეთი პატარა და თავისუფალ საქართველოს თავს დაესხა?

ლექციას, სახლის მობინადრეებთან ერთად, ბევრი დაინტერესებული სტუმარი დაესწრო.

ხანდაზმულთა რეზიდენციული ზრუნვის სახლ „ლელიანში“ შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები რეგულარულად ტარდება. ღონისძიებებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სხვა სიახლეები