პალიატიური მზრუნველობა

პალიატიური მზრუნველობა უკურნებელი, ქრონიკული სენით დაავადებულ პირებზე ზრუნვას ითვალისწინებს. ეს არის მიდგომა, რომელიც აუმჯობესებს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემზღუდველი დაავადებების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს.
ეს მომსახურება შეიძლება დაეხმაროს შემდეგი დიაგნოზის მქონე ადამიანებს:  
• სიმსივნე;
• პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებები;
• ფილტვის ან გულის მწვავე უკმარისობა;
• ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები;
• ალცჰაიმერი;
• პარკინსონი;
• აივ ინფექცია და შიდსი;
• და სხვა.

პერსონალს მცხოვრებლებისადმი ჰოლისტური მიდგომა აქვს, რაც გულისხმობს: 
• ფიზიკურ მოვლას;
• ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას;
• სოციალურ ზრუნვას;
• სულიერ თანადგომას.

სხვა სერვისები

„ამოსუნთქვის“ მომსახურება

• მომსახურება: როგორც რეზიდენციული, ისე საექთნო;
• დარჩენის ხანგრძლივობა: მინიმუმ 3 დღე.

რეზიდენციული მომსახურება

• დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში (ბანაობა, ჩაცმა, კვება, გასეირნება და ა.შ.);
• სოციალურ აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა.

საგანმანათლებლო პროგრამები, ტექნოლოგიები და კავშირი საზოგადოებასთან

• ლექციები და დისკუსიები (სხვადასხვა სფეროს მიმოხილვა მოწვეულ მოსაუბრეებთან ერთად);
• სასწავლო შეხვედრები (საგანმანათლებლო სესიები ისტორიაზე, ფსიქოლოგიაზე, ტექნოლოგიებზე და ა.შ.);